09 ოქტომბერი 2024,   06:31
ვრცლად
პოლონეთის პრეზიდენტი თავდასხმას გადაურჩა

პოლონეთის პრეზიდენტი თავდასხმას გადაურჩა. ინცინდენტი ქალაქ ტორუნში წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოხდა.

როდესაც კომოროვსკი ამომრჩევლებთან შეხვედრაზე მივიდა, მასზე თავდასხმა 34 წლის მამაკაცმა სცადა, თუმცა დაცვამ ის პრეზიდენტისგან ორ ნაბიჯში დააკავა.

ის დასაკითხად პოლიციაშია გადაყვანილი. დანაშაულის მოტივის შესახებ ძალოვანები ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებენ.

ინცინდენტის მიუხედავად კომოროვსკიმ, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს, ამომრჩევლებთან შეხვედრა განაგრძო. 

დღის ამბები