26 დეკემბერი 2024,   17:30
ვრცლად
მკვლელობა ფოთში - 43 წლის მამაკაცი სავარაუდოდ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტთან დაპირისპირებას შეეწირა

ფოთში 43 წლის მამაკაცის მკვლელობაში მონაწილე პირებს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. "კურიერმა" ამ დანაშაულის ახალი დეტალები გაარკვია. დაპირისპირების პირველი ეპიზოდი ერთ-ერთი ახლობლის პანაშვიდზე დაიწყო, სადაც ზურაბ ტყებუჩავა მამასთან ერთად იმყოფებოდა. ნაცემია მოკლულის მშობელიც. ის დეტალებს "კურიერთან" ყვება.

ასევე გაირკვა, რომ ამ დანაშაულთან კავშირი აქვს ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს ჯუმბერ ბაირამიდს, მეტსახელად ბონჩოს. სავარაუდოა, რომ 43 წლის ტყებუჩავა მასთან დაპირისპირებას შეეწირა.

"ისინი არცერთი არ ვიცი ვინაა, არ ვიცნობ, გადმოვარდნენ და შეიარაღებული იყვნენ ბიტებით. რომ ჩამოვედით სამძიმრიდან მერე მოადგნენ და წაიყვანეს," - აცხადებს გარდაცვლილ ზურაბ ტყებუჩავას მამა. მისივე თქმით, დაზიანებები მაშინ მიიღო, როდესაც შვილს იცავდა.

დღის ამბები