09 ოქტომბერი 2024,   06:21
ვრცლად
ეიფელის კოშკი ერთი დღით დაიკეტა

ეიფელის კოშკი ერთი დღით დამთვალიერებლებისთვის დახურული იყო. მიზეზი თანამშრომლების გაფიცვა გახდა.

პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობის პერსონალმა პროტესტი გამოთქვა გახშირებული ქურდობის გამო და მთავრობას ამ პრობლემის მოგვარებისათვის ეფექტური ზომების შემუშავებისკენ მოუწოდა.

ეიფელის კოშკის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ყოველდღიურად ქურდების მსხვერპლი კოშკზე ასული ათობით ტურისტი ხდება, პერსონალს კი ქურდობის ფაქტების აღსაკვეთად საკმარისი რესურსი არ გააჩნია.

დღის ამბები