18 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
საპროტესტო აქცია რუისში - მოსახლეობა სარწყავ წყალს ითხოვს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები ტაშისკრის არხზე მოითხოვენ სარწყავ წყალს, რომელიც 2 კვირაა აღარ მოედინება. მოსახლეობა შიშობს, რომ მოსავალი გაუნადგურდებათ.

ადგილზე უკვე მივიდნენ მელიორაციის სამსახურის და ქარელის საკრებულოს წარმომადგენლები. მოსახლეობა მათ უყურადღებობაში ადანაშაულებს და ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვით იმუქრება.

დღის ამბები