09 ოქტომბერი 2024,   06:31
ვრცლად
გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის კუთვნილი ქანდაკებები იპოვნეს

გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის კუთვნილი ქანდაკებები იპოვნეს.

საუბარია ორი ცხენის ბრინჯაოს სკულპტურაზე, რომლებიც პირადად ჰიტლერის დაკვეთით მისმა ფავორიტმა მოქანდაკემ, იოზეფ ტორაკმა დაამზადა.

ცხენები 1939 წელს ჰიტლერის რეზიდენციის შესასვლელში იდგა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთ სტადიონს აშენებდნენ, მაგრამ 1989 წელს, როდესაც დასავლეთ გერმანიიდან საბჭოთა არმია გავიდა, ქანდაკებების კვალი დაიკარგა.

ჰიტლერის ცხენებს შემთხვევით პოლიციამ ერთ-ერთ ქალაქში სარდაფში მიაკვლია.

ექსპერტები ამ აღმოჩენას სენსაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ თითოეული ცხენის ფასი დღეს 100 ათას ევროს აჭარბებს.

დღის ამბები