09 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
აშშ-ის სენატმა მიყურადების კანონი ჩააგდო

შეერთებული შტატების სენატმა კანონპროექტი დაბლოკა, რომელიც ამერიკის სპეცსამსახურების საქმიანობის შეზღუდვას ითვალისწინებდა.

დოკუმენტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მოქალაქეების სატელეფონო საუბრების თვითნებურად მიყურადება ეკრძალება.

კანონპროექტის მისაღებად 100–დან 60 ხმა იყო საჭირო, თუმცა დოკუმენტს მხარი მხოლოდ 57 სენატორმა დაუჭირა.

კონგრესის ზედა პალატა კანონპროექტის განხილვას 31 მაისს დაუბრუნდება, რადგან მოქმედ კანონს მოქმედების ვადა 1 ივნისს ეწურება.

დღის ამბები