09 ოქტომბერი 2024,   06:24
ვრცლად
ერაყის არმიამ ქალაქ რამადის დასაბრუნებლად კონტრშეტევა დაიწყო

ერაყის არმიამ ქალაქ რამადის დასაბრუნებლად კონტრშეტევა დაიწყო. სამთავრობო ძალების დამატებითი ნაწილები ამ დროისთვის ქალაქის აღმოსავლეთ რეგიონთან არიან მობილიზებული.

ბაღდადიდან 110 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქს, თითქმის ერთი კვირაა, რადიკალი ისლამისტები აკონტროლებენ. ამის გამო რამადი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 40 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ერაყის ხელისუფლებამ მათ დედაქალაქისკენ მიმავალი გზა ჩაუკეტა, რადგან შიშობენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობას შორის შესაძლოა, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებიც გაერიონ.

დღის ამბები