09 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
„რიგის სამიტზე ჩვენ ვნახავთ მნიშვნელოვან პროგრესს და იქ არ იქნება ცარიელი სიტყვები“ - სენატორი კრის მერფი

სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ გამოხატავს ძლიერ მხარდაჭერას ევროკავშირის მცდელობების მიმართ, ხელი შეუწყოს ახლო ურთიერთობას და პარტნიორობას სომხეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, ბელორუსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან.

„ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ დროს, როდესაც იზრდება რუსეთის ზეწოლა და მისი დეზინფორმაცია მთელ რეგიონში,“ - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მოლოდინი იყო დიდი რიგის სამიტის მიმართ, ამ საკითხზე საუბრობდნენ სენატორები. მაგალითად აშშ-ის სენატორი, კრის მერფი, სამიტამდე ამბობდა, რომ ის რიგის სამიტიდან ელოდა "რეალურ შედეგებს ცარიელი სიტყვების ნაცვლად".

“მე საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი ვარ. მესმის, რომ ეს ადვილი არ არის, მაგრამ ეს აუცილებელია. ყოველი დღე, როდესაც ალიანსი ოდნავ უხურავს კარს მის ღია კარის პოლიტიკას, არის ვლადიმერ პუტინის გამარჯვების დღე. მე მჯერა, რომ რიგის სამიტზე ჩვენ ვნახავთ მნიშვნელოვან პროგრესს და იქ არ იქნება ცარიელი სიტყვები. მე კი გავაგრძელებ გავლენას ჩემს მთავრობაზე საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად,” – აცხადებს აშშ-ის სენატორი, საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, კრის მერფი.

მომავალ კვირაში კონგრესში გაკეთდება უფრო დეტალური განცხადებები. აშშ აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას. აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ამას ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისითაც სერიოზული მნიშვნელობა აქვს და ასევე ტერიტორიული მთლიანობის კუთხით.

შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში არაერთხელ უთქვამთ, რომ, თუკი ქართულ პასპორტს ექნება ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობის საშუალება, მაშინ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული პასპორტები ნაკლებად მიმზიდველი გახდება.

 

ავტორი: დავით ნიკურაძე

დღის ამბები