26 აპრილი 2024,   10:37
ვრცლად
9 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ქალი დააკავეს - "კურიერის" მოპოვებულ ვიდეოში ჩანს დაზიანებები, რომელიც გოგონას აღენიშნება

სამართალდამცავები შვილზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ძალადობაში მხილებული დედა უკვე დაკავებულია.

"კურიერის" მიერ მოპოვებულ ვიდეოში ჩანს დაზიანებები, რომელიც 9 წლის გოგონას აღენიშნება და სავარაუდოდ დედამ მიაყენა.

ამ ეტაპზე არასრულწლოვანი სახელწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფება, მასთან ფსიქოლოგი იმუშავებს. ბოლო ფიზიკური ძალადობის შემთხვევისას პატრული მეზობლებმა გამოიძახეს.

დაკავებული ქალის მეზობლები "კურიერთან ამბობენ, რომ ეს არ არის პიველი შემთვევა, როდესაც ქალმა საკუთარ შვილზე იძალადა. 

"ეს დაზიანებები რაც ვიდეოკადრებში ჩანს დედამ მიაყენა, ნახეთ რამდენი ნაკბენი აქვს ბავშვს. პოლიციაში ბებიაჩემმა დარეკა, ეს ძალადობის პირველი შემთვევა არა არის,"-ამბიბს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

"ბავშვს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, ეს იყო სისხლჩაქცევები და ტრავმები. ფიზიკური ტრავმების გარდა, ბავშვი იყო შეშინებული და იგრძნობოდა, რომ მასზე მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ზეწოლა,"-განმარტავს სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი ცისანა ჩიკვაიძე.

დაკავებულ ქალს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს, რომელსაც საქმის მასალები ჯერჯერობით არ გადასცემია. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ბრალს მისი დაცვის ქვეშ მყოფ დღეს წარუდგენენ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს. 

დღის ამბები