ქუთაისში, სამდღიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად მყვინთავებიც იყვნენ ჩართული.
ცხედარი ცოტა ხნის წინ, მდინარის გადაკეტვის შემდეგ ნახეს. 37 წლის კაცი სამი დღის წინ გაუჩინარდა. მისი პირადი ნივთები მდინარის პირას იპოვეს.