18 ნოემბერი 2024,   23:19
ვრცლად
"რატომ იმალებოდა ბუჩქებში?" - ანი შაქარაშვილი ინციდენტის მონაწილე ვახო ახვლედიანს ჩვენების შეცვლისთვის აკრიტიკებს

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ფიგურანტს, ვახო ახვლედიანს, რომელიც ასევე დაზარალებულად არის ცნობილი, ჩვენების შეცვლისთვის გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის და აკრიტიკებს. სოციალურ ქსელში ანი შაქარაშვილი წერს, რომ ახვლედიანის მეორე ჩვენების მიხედვით მასა და გარდაცვლილ ფეხბურთელს არ მისდევდნენ. მაშინ რატომ იმალებოდა ბუჩქებში? - ანი შაქარაშვილი ინციდენტის მონაწილე ვახო ახვლედიანს კითხვით მიმართავს.

"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს ნაგავი ახვლედიანი გიოს ძმაკაცი არ ყოფილა არასდროს. ალბათ ყველა კარგად დააკვირდით კადრებში, თუ როგორ ცდილობს გიო მის დაცვას და ეს ნაძირალა კი, რომელიც "დაზარალებულად" არის ცნობილი პირველ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ გინებით მისდევდნენ მასაც და გიოსაც მკვლელები, ხოლო ახლა ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს, რომ თურმე საცემად არ მისდევდნენ. თუ მართლა ასე იყო, რისთვის იჯექი ბუჩქებში კურდღელივით განაბული.  ბუჩქებში კი არა შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის საკანში, შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია,"- წერს ანი შაქარაშვილი.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ძალადობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.  საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა.19 წლის ფეხბურთელი ბოლოს მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების გარემოებები კვლავ დაუდგენელია, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება. 

დღის ამბები