ორმაგი მკვლელობა ოკინაშვილების ოჯახში. 28 წლის მამაკაცმა მუხრანში მამა და ბაბუა მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს ოჯახის ორივე წევრს ეძინა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ სავარუდო დამნაშავემ, რომელიც ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა.
მკვლელობა, წინასწარი მონაცემებით, ცივი იარაღით არის ჩადენილი - მოკლულებს ყელი აქვთ გამოჭრილი.
მეზობლებმა "კურიერს" მომხდარის სავარუდო მიზეზი დაუსახელეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოკლული ბაბუა საკუთარ რძალზე სექსუალურად ძალადობდა. ციხიდან ახლადგამოსულმა შვილიშვილმა კი ამ ფორმით შური იძია.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.