09 ოქტომბერი 2024,   06:30
ვრცლად
პუტინის ბრძანებით რუსეთისთვის არასასურველი საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყანაში დაიხურება

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც რუსეთში არასასურველ უცხოურ და საერთაშორისო ორგანიზაციებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე საქმიანობას უკრძალავს.

დოკუმენტის თანახმად, პროკურატურას უფლება აქვს, საგარეო უწყებასთან თანხმობის შემდეგ, მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა შეაჩეროს.

კანონი არასასურველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება უკვე გააკრიტიკა დასავლეთმა. სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთს სიტყვის თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა.

 

დღის ამბები