09 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
მალაიზიაში 30 მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

მალაიზიაში 30 მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. მათ ტაილანდის საზღვრის მახლობლად, ტრეფიკიორების მიტოვებული ბანაკების ტერიტორიაზე მიაგნეს. მალაიზიის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ეს არალეგალი მიგრანტების საფლავებია. სავარაუდოდ, ადგილზე ასობით ადამიანია დაკრძალული.

ტაილანდის გავლით მალაიზიაში ყოველწლიურად ათასობით ადამიანი გადადის. ისინი ძირითადად მიანმარიდან და ბანგლადეშიდან წამოსული მიგრანტები არიან.

დღის ამბები