09 ოქტომბერი 2024,   06:30
ვრცლად
საპროტესტო აქცია საბერძნეთის დედაქალაქში პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა

მემარცხენე დაჯგუფებების საპროტესტო აქცია საბერძნეთის დედაქალაქში პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ათენის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან შეკრებილმა ახალგაზრდებმა სამგზავრო ავტობუსს ჯერ გაჩერება აიძულეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს. მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ხელნაკეთი ასაფეთქებლები და ქვებიც დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებების დაწყებამდე 200–მდე აქტივისტმა აქცია გერმანიის საელჩოსთანაც გამართა. ისინი საერთაშორისო კრედიტორებთან მოლაპარაკებების პროცესში ბერლინის მკაცრ პოზიციას აპროტესტებდნენ. 

დღის ამბები