24 აპრილი 2024,   20:28
ვრცლად
ძალიან გაუჭირდება ექსპერტიზას დაადგინოს სიკვდილის მიზეზი - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი

გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინში არიან ბრალდებულების ადვოკატებიც. უფლებადამცველების თქმით, დასკვნა ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობა ნათელია და ექსპერტიზის პასუხები მათთვის წაყენებულ ბრალდებას ვერ დაამძიმებს.

საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის არჩილ გაგნიძის ადვოკატი ბექა ნემსიწვრიძე აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნაზე დამოკიდებულია, თუ რა მიმართულებით წავა გამოძიება შემდეგში. 

ბრალდებულების ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე კი აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნას გაუჭირდება დაადგინოს სიკვდილის მიზეზი.

"იმ ფონზე, რა ფონზეც მიმდინარეობს გამოძიება, ფაქტობრივად ძალიან გაუჭირდება ექსპერტს დაადგინოს სიკვდილის მიზეზი. ვფიქრობ რომ ექსპერტიზის დასკვნა არანაირ გავლენას არ იქონიებს, რადგან დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები შაქარაშვილის სიკვდილთან არანაირ კავშირში არ არიან," - აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე. 

დღის ამბები