26 დეკემბერი 2024,   18:05
ვრცლად
ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი, ნაცემი, გადააგდეს არაგვში და იქ მოხდა ბავშვის დახრჩობა, ან დაახრჩვეს და შემდგომში გაატანეს წყალს - მირიან ნიკოლაძე

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ექსპერტიზით დადგენილია გიორგი შაქარაშვილისთვის მიყენებული დაზიანებები მის გარდაცვალებას ვერ გამოიწვევდა.

მირიან ნიკოლაძის თქმით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ 19 წლის ფეხბურთელი ჯერ კიდევ ცოცხალი წყალში ჩააგდეს და იქ მოხდა მისი დახრჩობა, ან დაახრჩვეს და შემდგომ გაატანეს წყალს.

"დადგენილია ექსპერტიზით, რომ მიყენებული დაზიანებები ვერ გამოიწვევდა გიორგის გარდაცვალებას, ვინაიდან მათ არა აქვთ სათანადო ხარისხი და არ იყო სიცოცხლისთვის სახიფათო. ამიტომ, ცალსახად შეიძლება დამაჯერებლად ვთქვათ, რომ ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი, ნაცემი, გადააგდეს არაგვში და იქ მოხდა ბავშვის დახრჩობა, ან დაახრჩვეს და შემდგომში გაატანეს წყალს," - აცხადებს გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე.

დღის ამბები