18 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
8 ახალი შემთხვევიდან 3 იმპორტირებული, 5 კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 8 ახალი შემთხვევიდან 3 არის საკარანტინო სივრცეში დადასტურებული იმპორტირებული შემთხვევა, ხოლო დანარჩენი ხუთი - არსებული დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები.

ინფექციურ საავადმყოფოში 23 პაციენტია, გუშინ და დღეს ცენტრში ახალი პაციენტი არ შეუყვანიათ და არც გამოჯანმრთელებულა. არსებული პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, დაავადების პროგრესირება არცერთთან არ შეინიშნება და მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.

რაც შეეხება ინფიცირებულ აბიტურიენტს, მარინა ეზუგბაიას თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღის ამბები