თელავში 37 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა დავით რექტორის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რის შემდეგაც სახლის პატრონმა სტუმარს კისრის არეში ბასრი საგნით მიაყენა დაზიანებები.
დაზარალებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო.