27 ნოემბერი 2026,   12:30
ვრცლად
ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროგრამით, 18 ოჯახს ახალი ბინები გადაეცა

თბილისის განვითარების ფონდმა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი დაასრულა. პროექტის განხორციელება 2024 წელს დაიწყო.

აღნიშნულ მისამართზე არსებული 4 სართულიანი ავარიული შენობის დემონტაჟის შემდეგ, მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების 8 სართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა. სრულად გარემონტებული ბინებით სულ 18 ოჯახი დაკმაყოფილდება. პროექტის საერთო ღირებულება 6 მილიონ 700 ათასი ლარია.

როგორც თბილისის მერი, კახა კალაძე აღნიშნავს, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც უკვე წლებია ხორციელდება და ერთ-ერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის პროგრამაა დედაქალაქისთვის:

"2 წლიანი მოლოდინის შემდეგ აქ მცხოვრები ოჯახები საკუთარ კერას უბრუნდებიან ახალაშენებულ, თანამედროვე კორპუსში, სადაც მათ გადაეცემათ უკვე გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული საცხოვრებელი ბინები.

როგორც იცით, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც უკვე წლებია ხორციელდება და ერთ-ერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის პროგრამაა ჩვენი დედაქალაქისთვის.

პროგრამის ფარგლებში, ოჯახები მხოლოდ დროებით გადიან ნაქირავებ ბინებში, რისთვისაც მუნიციპალიტეტი ქირის საფასურს სრულად აფინანსებს. მინდა მივმართო იმ ოჯახებს, რომლებიც დღესაც ავარიულ შენობებში ცხოვრობენ, მე ძალიან კარგად მესმის, რომ ზოგჯერ რთულია გადაწყვეტილების მიღება საკუთარი სახლი თუნდაც დროებით დატოვონ, მაგრამ თქვენი და თქვენი შვილების უსაფრთხოებაზე ძვირფასი, ვფიქრობ, არაფერია", - აღნიშნა კახა კალაძემ.

დღის ამბები