09 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
სამხედრო მანქანების კოლონა უკრაინა-რუსეთის საზღვრისკენ დაიძრა

რამდენიმე ათეული სამხედრო მანქანისგან შემდგარი კოლონა უკრაინა-რუსეთის საზღვრისკენ დაიძრა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამხედრო ტექნიკის გადაადგილება სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტმა როსტოვის ოლქში დააფიქსირა.

სატვირთო მანქანები სანომრე ნიშნების გარეშე, ზალპური ცეცხლის სისტემები „ურაგანი“ და ჯავშანტრანსპორტიორები გზატკეცილზე მოძრაობდნენ, რის შემდეგაც გზიდან გადაუხვიეს და საზღვრისკენ აიღეს გეზი.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ დასახლებულ პუნქტ შიროკინოსთან სეპარატისტებსა და უკრაინის ჯარს შორის მორიგი შეტაკება მოხდა. ანტიტერორისტული ძალების მხრიდან ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.

აფეთქებების ხმა ისმოდა ღამით დონეცკთან. სეპარატისტები მძიმე შეიარაღებიდან უტევდნენ სამთავრობო ძალების პოზიციებს ავდეევკის დასახლებასთან.

დღის ამბები