09 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
სამი ადამიანი დაიღუპა პაკისტანში ხელნაკეთი ნაღმის აფეთქების შედეგად

სამი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა პაკისტანში ხელნაკეთი ნაღმის აფეთქების შედეგად. პოლიციის განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა რესტორნის წინ გაჩერებულ მოტოციკლეტზე იყო დამონტაჟებული.

სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ აფეთქება მიმართული იყო პრეზიდენტ მამნუნ ჰუსაინის შვილის კონვოის წინააღმდეგ, რომელმაც შემთხვევის ადგილს აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე ჩაუარა. თავად პაკისტანის პრეზიდენტის ვაჟი სალმან ჰუსაინი არ დაზარალებულა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები