09 ოქტომბერი 2024,   06:29
ვრცლად
უამინდობის გამო ამერიკის სამხრეთ შტატებიდან ათასობით ადამიანი ევაკუირებულია

უამინდობის გამო ამერიკის სამხრეთ შტატებიდან ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. ძლიერმა ქარმა და გადაუღებელმა წვიმამ მდინარეების ადიდება გამოიწვია. ყველაზე მეტად დაზარალდა ტეხასი და ოკლაჰომა, სადაც შტორმის შედეგად, რამდენიმე ქალაქი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ოკლაჰომაში სამაშველო სამუშაოების დროს მეხანძრე დაიღუპა, რომელიც წყლის ნაკადმა გაიტაცა. ევაკუირებული მოსახლეობისთვის წითელმა ჯვარმა უკვე გახსნა დროებითი თავშესაფარი. 

ამინდის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნალექი მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ამერიკის ცენტრალურ შტატებსაც მოიცავს.

დღის ამბები