09 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ანჟეი დუდამ გაიმარჯვა

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ანჟეი დუდამ გაიმარჯვა. მას გამოკითხულთა 53-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, მოქმედმა პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ კი ხმათა 47 პროცენტი მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადება დღეს იგეგმება. 43 წლის ანჟეი დუდა 2010 წელს სმოლენსკთან დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის მრჩეველი იყო. ერთ-ერთი პოლონური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში დუდამ განაცხადა, რომ თავს კაჩინსკის პოლიტიკურ მემკვიდრედ მიიჩნევს.

ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა დამარცხება აღიარა. ბრონისლავ კომოროვსკიმ ოპონენტს გამარჯვება უკვე მიულოცა.

დღის ამბები