09 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
აშშ-ში ავტოსაგზაო შემთხვევისას ნობელის პრემიის ლაურეატი გარდაიცვალა

შეერთებულ შტატებში ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაიცვალა მათემატიკოსი ჯონ ნეში, რომლის ცხოვრებაც უდევს საფუძვლად ცნობილ ჰოლივუდურ ფილმს "ბრწყინვალე გონება". სავარაუდოდ ავარიაში დამნაშავეა ტაქსის მძღოლი, რომელმაც გასწრებისას ავტომობილი ვერ დაიმორჩილა.

86 წლის ნეში მანქანაში თავის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. დარტყმამ ისინი ავტომობილიდან გადმოაგდო. ტაქსის მძღოლი გადარჩა. ჯონ ნეში ნობელის პრემიის ლაურეატი იყო, ერთი კვირის წინ კი მათემატიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დარგის უმაღლესი ჯილდო გადაეცა.

მომხდარს "ტვიტერზე" გამოეხმაურა რასელ ქროუ, რომელმაც მეცნიერი რონ ჰოვარდის ფილმში განასახიერა. „ბრწყინვალე გონება“ გვიამბობს მათემატიკოსის გენიალურობაზე და მის ბრძოლაზე შიზოფრენიასთან.

დღის ამბები