18 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
ვიდრე სასამართლო არ შედგება გათავისუფლებაზე ლაპარაკი არ იქნება - პაატა ზაქარეიშვილის თქმით, დაკავებული გახელაძის მდგომარეობა პირადი კონტაქტებით მოიკითხა

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული და დაჭრილი ზაზა გახელაძის მდგომარეობა პირადი კონტაქტებით მოიკითხა.

როგორც პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, მისი ინფორმაციით, ვიდრე სასამართლო არ შედგება, გათავისუფლებაზე საუბარი ზედმეტია.

"მოვიკითხე, რა თქმა უნდა, პირადი კონტაქტებით, ამბობენ, რომ მას ჰქონდა იარაღი, ის იყო სამხედრო ფორმაში ჩაცმული, როგორც ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილზე იყო ლეგენდები ომის დროს სამხედრო ექიმი იყოო. მე არ გამოვრიცხავ ამას, რომ ეცვა სამხედრო ფორმა. მკაფიოდ, ცალსახად ამბობენ, რომ ვიდრე სასამართლო არ შედგება, მანამდე გათავისუფლებაზე ლაპარაკი არ იქნება. როგორც კი შედგება სასამართლო მერე უკვე შეიძლება გათავისუფლებაზე ლაპარაკი," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

33 წლის ზაზა გახელაძე, 10 ივლისს ე.წ. გამყოფ ხაზთან სოკოს საკრეფად იმყოფებოდა. ოკუპანტებმა ის ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. მამაკაცი რამდენიმე დღეა, საკუთარ სამშობლოში ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში იმყოფება.

 
დღის ამბები