09 ოქტომბერი 2024,   06:26
ვრცლად
ისრაელის ყოფილ პრემიერს 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ისრაელის ყოფილ პრემიერმინისტრს ეჰუდ ოლმერტს თაღლითობისთვის 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ოლმერტს 1993-2002 წლებში კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობასა და ამერიკელი ბიზნესმენისგან თანხების მიღებაში ადანაშაულებდნენ. იერუსალიმის სასამართლომ ის დამნაშავედ 2015 წლის მარტში სცნო, განაჩენი კი - დღეს გამოცხადდა.

ოლმერტის ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. ყოფილ პრემიერს სხვა საქმეზე 6 წლიანი პატიმრობაც აქვს მისჯილი. ის პოსტიდან 2009 წელს სწორედ კორუფციული სკანდალების გამო გადადგა.

დღის ამბები