03 მაისი 2024,   06:49
ვრცლად
აშშ-ში კორონავირუსის მაჩვენებელი კვლავ სწრაფად მატულობს - ქვეყანაში COVID ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვმა 140 ათასს გადააჭარბა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის მაჩვენებელი სწრაფად მატულობს. ქვეყანაში COVID ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვმა 140 ათასს გადააჭარბა. რამდენიმე შტატში საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. ინფიცირებისა და ლეტალობის მონაცემები მატულობს ლათინო ამერიკის ქვეყნების ნაწილშიც.

კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ბოლივიის მთავრობის 11 წევრია. ვირუსი განმეორებითი ტესტირების დროს ისევ დაუდასტურდა ბრაზილიის პრეზიდენტსაც.

ჩილეში კი ბოლო 24 საათში 2 თვის განმავლობაში პირველად, COVID-19-ის ყველაზე ცოტა 1,712 ფაქტი გამოვლინდა.

მონაცემები მზარდია საქართველოს მოსაზღვრე რუსეთსა და თურქეთში. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით სომხეთში 11, აზერბაიჯანში კი 7 ადამიანი გარდაიცვალა.

დღის ამბები