03 მაისი 2024,   03:44
ვრცლად
წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ინდონეზიაში 21-მდე გაიზარდა

21-მდე გაიზარდა წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ინდონეზიაში. ქვეყნის სამხრეთ რეგიონში 500-ზე მეტი მაშველი მუშაობს.

ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები, სკოლები და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები დაზიანდა.

დაკარგულია 31 პირი. სტიქიის შედეგად ზარალი 5 ათასამდე ადგილობრივს მიადგა.

დღის ამბები