სტიქია კახეთში - ძლიერი ქარის, წვიმისა და სეტყვის გამო რამდენიმე სოფელი დაზარალდა. დაისეტყვა ვენახები, წაიქცა ხეები, დაზიანდა სახურავები და შეფერხდა მოძრაობა სამანქანო მაგისტრალებზე.
ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობა. სტიქიის ზონაში, ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებისთვის ამ დრომდე მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური.