03 მაისი 2024,   03:35
ვრცლად
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ღამით საბრძოლო მოქმედებები განახლდა

კვლავ დაძაბულია ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე - გასული ღამის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები განახლდა, რის შესახებაც ინფორმაციას ორივე მხარე ადასტურებს. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან თოვუზის მიმართულებით სროლა მსხვილკალიბრიანი შეიარაღებიდან განხორციელდა, თუმცა, ოფიციალური ბაქოს ცნობით, არავინ დაშავებულა.

აზერბაიჯანისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთი. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან შეტევები შეჩერებულია ყველა შესაძლო საშუალებით, შედეგად აზერბაიჯანულ მხარეს არიან დაშავებულები და დაღუპულები.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც მათ მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდეს.

დღის ამბები