07 სექტემბერი 2026,   18:34
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის საქმის განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის საქმის განხილვა გრძელდება. პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა.

ჩოლოიანის ადვოკატის განმარტებით კი, დაკითხულ პირებს არანაირი შემხებლობა არ აქვთ მომხდარ ფაქტთან და ისინი მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობას ვერ ადასტურებენ.

"დღევანდელ მოწმეებს არანაირი ფაქტი არ დაუდასტურებიათ იმ ბრალთან დაკავშირებით, რასაც ქალბატონ მარიანას ედავებიან. გამოყოფილი არის საქმე, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის თვითონ საჯარო სამსახური გადააგზავნის, სადაც ჩათვლის საჭიროდ, მაგრამ ეს ქალბატონ მარიანას ბრალეულობასთან შემხებლობაში არ არის იმიტომ, რომ თუ მის მიმართ რაიმე ექნებოდათ, წარმოდგენილი იქნებოდა უკვე დღეს სასამართლოში," – აცხადებს ადვოკატი არჩილ შაბაშვილი.

პროკურორის განცხადებით, ორივე მოწმე მარიანა ჩოლოიანის ბრალს ადასტურებს. ლუკა სირაძის მეგობრებმა დაადასტურეს, რომ მოზარდზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს.

"ბრალდების შესახებ დადგენილებაში, რომელიც წარდგენილი აქვს მარიანა ჩოლოიანს. საუბარია ასევე, რომ 2019 წლის 10 დეკემბერს სხვა ფაქტორებთან ერთად ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც მარიანა ჩოლოიანი აიძულებდა არასრულწლოვან ლუკა სირაძეს, რომ მიეცა მამხილებელი ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ გახლდათ ძმის ფაქტორი. მოწმეებმა დაადასტურეს არასრულწლოვან ლუკა სირაძისთვის რას წარმოადგენდა და რა როლი ჰქონდა მის ძმას," - განაცხადა ლევან ქუთათელაძემ.

დღის ამბები