18 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
მარნეულში ისევ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას ითხოვენ

მარნეულში ისევ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას ითხოვენ. აქცია ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის ორგანიზებით გაიმართა.

ძეგლის აღების მოთხოვნით შეკრებილების ნაწილს კითხვას- ვინ არის ნარიმანოვი- პასუხი არ აქვს. მეორე ნაწილმა კი პროტესტის და შეკრების მიზეზები საერთოდ ვერ დაასახელა.

სასულიერო პირებმა ადგილზე პარაკლისი გადაიხადეს. აქციაზე ჩავიდნენ "ქართული მარშის" წარმომადგენლები და საზოგადოებრივი მოძრაობა "ზნეობა დაიცავის" დამფუძნებელი გურამ ფალავანდიშვილი.

"ვაპროტესტებთ საქართველოს მთავრობის მოღალატურ პოლიტიკას და სუს-ის ბინძურ პოლიტიკას, რომელმაც საერთაშორისო, არასამთავრობო ჭინკების დავალებით კომუნისტი, ოკუპანტის და ყაჩაღის ძეგლის აღება სურს, რომ გადაზარდოს ნაციონალურ შუღლში," - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობის "ზნეობა დაიცავი" დამფუძნებელმა გურამ ფალავანდიშვილმა.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის  განცხადებით, ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ძეგლი უნდა აიკრძალოს.

"საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი, თუ ღირებულების მატარებელი ძეგლი უნდა იქნას აღმოფხვრილი და აკრძალული ჩვენს ტერიტორიაზე. ამიტომ მოხდა სტალინის ძეგლის აღება გორში," - განაცხადა ეპისკოპოსმა.

დღის ამბები