09 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
კაპიტოლიუმის მახლობლად საეჭვო მოწყობილობა გაანადგურეს

კაპიტოლიუმთან საეჭვო მოწყობილობა გაანადგურეს. ის ელექტრო ქურა იყო, რომელიც სამართალდამცველებმა პატრულირების დროს შენობის ახლოს გაჩერებულ მანქანაში აღმოაჩინეს.

პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა და საეჭვო ნივთი გაანადგურა. მოგვიანებით სამართალდამცველებმა ავტომობილის მფლობელიც დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენდა, თუმცა მანქანას ვადაგასული მოწმობით მართავდა.

დღის ამბები