ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, 4 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველა შემოტანილია,
ერთი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, დანარჩენი საკარანტინო ზონაში დადასტურებული შემთხვევები, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიამ ავღანეთში დაინფიცირებულ ქართველ სამხედროებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ სამხედროები უკვე გორის სამხედრო ჰოსპიტალში არიან განთავსებული და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაინფიცირებული 10 ჯარისკაცი საქართველოში დღეს ჩამოიყვანეს.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულია 1010 შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი საერთო ჯამში 883-ს შეადგენს.