23 ნოემბერი 2024,   19:13
ვრცლად
სოფელში, სადაც პარლამენტის დეპუტატის ოჯახის წევრს COVID-19 დაუდასტურდა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, იქ, სადაც პარლამენტის დეპუტატის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

"ქართული ოცნების" წევრის სალავან მირზოევის მამიდა სოფელ ყარათაქლაში ცხოვრობს.სავარაუდოდ, მასზე კოვიდინფექცია ერთ-ერთი მეზობლისგან გავრცელდა. შუახნის ქალი ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ადგილობრივ ცხელების ცენტრში გუშინ გადაიყვანეს. ხოლო მას შემდეგ რაც ლაბორატორიულად კოვიდინფექცია დაუდგინდა, ის ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს.

"ქართული ოცნების" დეპუტატი ამბობს, რომ ის რისკჯგუფს არ მიეკუთვნება, რადგან ბოლო ორი კვირაა მამიდასთან კონტაქტი არ ჰქონია.

დღის ამბები