საოკუპაციო რეჟიმი მიერ ზაზა გახელაძის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით ცხელი ხაზით კომუნიკაცია გააქტიურებულია. კომუნიკაციის გაგრძელებაზე განცხადებას სუს-ი ავრცელებს, უწყება დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
საოკუპაციო რეჟიმი გატაცებული ზაზა გახელაძეს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იუწყება. ე.წ უწყება გამოქვეყნებულ განცხადებაში აცხადებს, რომ "გახელაძეს, რომელიც საზღვრის დარღვევისა და მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნისთვის არის დაკავებული, ამჟამად არა საქართველოს ხელისუფლებისა და მათი დასავლელი კურატორების მხარდაჭერა, არამედ იურისტების დახმარება სჭირდება, რადგან მის მიერ ჩადენილი ქმედება სისხლის სამართლის კანონმდებლობით განიხილება."
"სუს-ი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციის დადასტურებულ წყაროს წარმოადგენს ცხელი ხაზის მექანიზმი. ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით 18 ივლისს კვლავ გააქტიურდა ცხელი ხაზი," – აცხადებენ სუს-ში.
საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გახელაძისა მიმართულეით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგად ზაზა გახელაძე დაიჭრა.