გორში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ქუჩის ძაღლი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამმა მამაკაცმა ძაღლი სანადირო თოფით მოკლა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება
"ოჯახში ვიყავით და უცებ გავიგე გასროლის ხმა ორი, გამოვედით და უკვე ეს ძაღლი სისხლში ცურავდა, ეს პიროვნება, რომელმაც ძაღლი მოკლა იარაღით ხელში იყო ისევ. 3 ძაღლი გვყავს ეზოში, როგორც შვილები ისე გვყავს დაზრდილი, აცრილები, თავშესაფარში აღრიცხვაზე არიან... უგონო მთვრალია, არ მოეწონა უბრალოდ და ეგ იყო," - აცხადებს ადგილობრივი.