24 აპრილი 2024,   11:03
ვრცლად
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაზლარის მოსახლეობა სასმელი წყლისა და გზის სამუშაოების დასრულებას მოითხოვს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაზლარის მოსახლეობა სასმელი წყლისა და გზის სამუშაოების დასრულებას ითხოვს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სასმელი წყლის მოტანა რამდენიმე კილომეტრის სიშორიდან უწევთ, რაც ზაფხულში კიდევ უფრო გართულებულია.

სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ გზაც წყლის პროექტის გამო გაითხარა, თუმცა პროექტი რამდენიმე თვეა დაუსრულებელია და იქ სპეციალისტები აღარ ჩასულან. დღეს სოფელ ყაზლარში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმყოფებოდნენ, ადგილობრივების პრობლემები ლევან ბეჟაშვილმა მოისმინა.

"ამ სოფელს არ აქვს არც გზა და არც წყალი. ბიუჯეტიდან გამოყოფილია მილიონზე მეტი, თუმცა ეს თანხა გაფლანგულია. სამუშაოები კი შუა გზაშია მიტოვებული და პრაქტიკულად, ისევ პრობლემის წინაშეა სოფელი," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი. 

დღის ამბები