უბედური შემთხვევა გურჯაანში. ცხრა აპრილის ქუჩაზე მდებარე ერთი-ერთი კორპუსის მეხუთე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა.
ბავშვი თავდაპირველად, ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. რის შემდეგაც კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.