ქობულეთში მდინარე კინტრიშისა და ზღვის შესართავთან დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ქობულეთში, მდინარე კინტრიშის და ზღვის შესართავთან 3 პირი ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. მაშველებმა 2 არასრულწლოვნის ნაპირზე უვნებლად გამოყვანა შეძლეს ახალგაზრდა მამაკაცს კი ეძებდნენ, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი იპოვეს.
საძიებო სამუშაოებში ქობულეთის და ბათუმის მყვინთავები იყვნენ ჩართულნი.