26 აპრილი 2024,   11:29
ვრცლად
პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.

შემთხვევა თბილისში გუშინ მოხდა. დაკავებულია 1992 წელს დაბადებული პირი.

გამოძიების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ფონზე ბრალდებულმა 32 წლის პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობა ზურგში მიაყენა. დაჭრილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები