03 მაისი 2024,   06:36
ვრცლად
600 000- მდე გარდაცვლილი- მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 14 მილიონს აჭარბებს

14 მილიონ ნახევარს აჭარბებს კორონავირუსის მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით, მათგან 600 ათასზე მეტი ინფიცირებული გარდაცვლილია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი რაოდენობა -259 848 დაფიქსირდა.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა შეერთებულ შტატებში, სადაც გარდაცვლილთა რიცხვი 143 ათასს აჭარბებს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კოვიდ-19-ის რისკ-ჯგუფში დაამატა ონკოლოგიური პაციენტებიც. მონაცემები სწრაფად მატულობს ბრაზილიასა და ინდოეთში.

უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს ევროპის ზოგიერთი ქვეყანა. დღეიდან საფრანგეთში დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში სავალდებულო გახდება პირბადის ტარება. სამი დღეა, ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები კორონავირუსის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად თანხის გამოყოფის საკითხის გადაწყვეტას ცდილობენ.

ანგელა მერკელი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა საბოლოო შეთანხმება ვერ შედგეს.

მონაცემები კვლავ მატულობს საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოებში. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ირანთან და ავღანეთთან ავიამიმოსვლა შეზღუდა თურქეთმა.

გასულ დღე-ღამეში ვირუსს სომხეთში 10, აზერბაიჯანში კი 5 პაციენტი ემსხვერპლა.

დღის ამბები