03 მაისი 2024,   05:10
ვრცლად
კანადაში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა

კანადაში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ალბერტას პროვინციაში ტურისტული ავტობუსი მყინვართან ახლოს ამოტრიალდა. ავტობუსში 27 მგზავრი იმყოფებოდა. დაშავდა 24 ადამიანი.

ინციდენტის მიზეზს საგამოძიებო ორგანო ადგენს. დაღუპულების ოჯახის წევრებს ტვიტერის საშუალებით უკვე მიუსამძიმრა კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრიუდომ.

დღის ამბები