03 მაისი 2024,   01:49
ვრცლად
ინდოეთში საპროტესტო გამოსვლა პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა - დაშავდა რამდენიმე ადამიანი

ინდოეთში საპროტესტო გამოსვლა პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ადგილობრივები არასრულწლოვნის მკვლელების დასჯის მოთხოვნით ქუჩებში გავიდნენ, ავტომობილები დაწვეს და სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 17 წლის გოგო ჯგუფურად გაუპატიურების მსხვერპლია. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან პოლიციელებიც.

დღის ამბები