18 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
კახეთში სასმელი წყლის პრობლემა ზაფხულის ბოლოს მოგვარდება - ირაკლი ქადაგიშვილი

კახეთში სასმხელი წყლის პრობლემა ზაფხულის მოლოსთვის მოგვარდება. ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა და "ქართული ოცნების" თელავი, ახმეტა, ყვარელისა და ლაგოდეხის მაჟორიტამა კანდიდტმა ირაკლი ქადაგიშვილმა "დღის კურიერში"  განაცხადა. 

"თითქმის 4 წელია, რაც კახეთში სახელმწიფო რწმუნებულად, გუბერნატორად ვმუშაობ. ყველა საკითხს, ყველა  თემას, რომელიც აქტუალურია ადგილობრივი მოსახლეობისთვის ვიცნობ. კახეთი საკმაოდ მზარდი ეკონომიკით გამოირჩევა და ინფასტრუქტურაც ძალიან სწრაფად იზრდება, მაგრამ ყოველ ზრდას მოყვება ახალი გამოწვევები. 

დღეს ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც მოსახლეობას აწუხებს, ეს არის სასმელი წყლის პრობლემა, ამიტომ, ამ მიმართულებით დაწყებულია კომპლექსური ღონისძიებების გატარება. ზაფხულის ბოლოს, ბევრი ქალაქისთვის წყალმომარაგების პრობლემა გადაწყდება, როგორიც არის ახმეტა, ლაგოდეხი, წნორი, თელავი, საგარეჯო. 

კახეთში, სასმელი წყლის პრობლემა იდგა ბოლო 80 წლის განმავლობაში. ეს პრობლემა დღეს არ დასწყებულა, უბრალოდ, მისი მოგვარებისთვის კომპლექსურად არავის უზრუნიია. ეს არის ძალიან რთული საინჟინრო პროექტი, რომელსაც ძალიან დიდი დრო სჭირდება. გამოცდილებაც მწირი იყო და საჭირო იყო შესაბამისი ფინანსების მოძიებაც. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით სისტემური გადაწყვეტილების გზით მივდივართ და მშენებლობაც უფრო ინტენსიური და მიზამმიართულია. მესმის, მოცდა ძალიან ძნელია, მაგრამ სჯობს ყველა ის ხარვეზი, რომელიც არსებობს გამოვასწოროთ და შედეგებამდე მივიდეთ მომავალი წლების განმავლობაში,"-განაცხადა "დღის კურიერში" კახეთის გუბერნატორმა და "ქართული ოცნების" თელავი, ახმეტა, ყვარელისა და ლაგოდეხის მაჟორიტამა კანდიდტმა ირაკლი ქადაგიშვილმა.  

დღის ამბები