ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი მარგველაშვილის ყოფილ სიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მინდია გოგოჭურს ძალადობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასთან ერთად, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაშიც ადანაშაულებენ. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
მისი დაკავება სასტუმრო "პარაგრაფში" რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
გოგოჭურს სამართალდამცავებთან პრობლემები აქამდეც ჰქონია. ის სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე იყო დაკავებული.