08 სექტემბერი 2026,   14:14
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე ადვოკატები მთავარი მოწმეების კიდევ ერთხელ გამოკითხვას ითხოვენ

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული, არჩილ გაგნიძის ადვოკატები 5 მთავარი მოწმის კიდევ ერთხელ გამოკითხვას ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლაზე უარის შემდეგ უფლებადამცველები დღეს საქალაქო სასამართლოს მიმართავენ და იაკობ ბრეგაძის, ვახო ახვლედიანის, გურამ ამირხანაშვილის, კოკო ღიბრაძისა და გიორგი ქათამაძის მიერ ჩვენების მიცემას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვენ.

ადვოკატი ვასილ მამულაშვილი იმედოვნებს, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

"ჩვენ დღეს მივმართავთ სასამართლოს და მოვითხოვთ ამ პირების მაგისტრანტი მოსამართლეების წინაშე დაკითხვას. ეს პირები მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ და ამ დრომდე საგამოძიებო ორგანოს ეს შეკითხვები არ დაუსვამს. ბრეგვაძის მხრიდან არაერთი ზარი განხორციელდა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რა იყო კომუნიკაციის შინაარსი,"- განაცხადა ვასილ მამულაშილმა.

ვახო ახვლედიანის ადვოკატი, კახა წერეთელი კი აცხადებს, რომ მოსამართლემ არ უნდა დააკმაყოფილოს ადვოკატების მოთხოვნები.

"როდესაც დაპირისპირებული მხარე, დაცვის მხარე, იბარებს დაზარალებულს მხარეს, ეს არ მიგვაჩნია სწორად. იქ მისვლისგან ამიტომ ვიკავებთ თავს. სასამართლომაც უარი უნდა უთხრას ამ მოთხოვნაზე ამ ადამიანებს. ეს არ უნდა დამკვიდრდეს სასამართლოში."- ამბობს კახა წერეთელი. 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით.

საქმეზე დაკავებულია 17 პირი და საქმე გადაკვალიფიცირებულია ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით.

დღის ამბები