09 ოქტომბერი 2024,   06:24
ვრცლად
იუნესკოს სიაში შეტანილი ანტიკური ქალაქი ნანგრევებად იქცა-ისლამურმა სახელმწიფომ პალმირა აიღო

იუნესკოს სიაში შეტანილი ანტიკური ქალაქი, ისტორიული ნაგებობებით დღეს ნანგრევებადაა ქცეული.

მას შემდეგ, რაც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა პალმირა აიღეს, ქალაქი სირიის სამთავრობო ძალების ავიაციის სამიზნე გახდა. მიუხედავად ამისა ისლამისტები უკან დახევას არ აპირებენ და სამხედროების გარდა სასტიკად უსწორდებიან ადგილობრივ მოსახლეობასაც.

ბოლო 10 დღის განმავლობაში მათ 400-მდე პალმირელი სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის 11 ბავშვი.

საომარი ზონიდან მოსახლეობის ნაწილი სირიის სამთავრობო ძალებმა გამოიყვანეს.

ავიაიერიშების შედეგად მათ 300-ზე მეტი ისლამისტი მებრძოლი მოკლეს. ალყაში მოქცეული ჯარისკაცები კი გაათავისუფლეს.

გაერო დახმარებისთვის საერთაშორისო გაერთიანებას მიმართავს.

ავტორები: თამარ ჭავჭავაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები