06 სექტემბერი 2026,   13:20
ვრცლად
საღამოს მივიღებთ გადაწვეტილებას თუ რა მიდგომა იქნება ბაზრობასთან მიმართებაში - ეკატერინე ტიკარაძე ეპიდვითარებასთან დაკავშირებით

არ არის გამორიცხული, კორონავირუსის გამო გარდაბნის რაიონის 3 სოფელი ჩაიკეტოს. რეგიონში მცირე ეპიდაფეთქებაა. 3 სოფელში,  ბოლო ერთ კვირაში, უკვე 34 ინფიცირებულია. ადგილზე მეორე დღეა ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა და მოსახლეობის ტესტირება მიმდინარეობს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა ჯანდაცვის უწყება პროცესს სრულიად აკონტროლებს. მინისტრის თქმით, ბაზრობაზე დასაქმებული პირების შერჩევითი ტესტირება დაიწყება.

"დღევანდელი რიცხვი არის საყურადღებო, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი არის გაკონტროლებული ჩვენი მხრიდან. ბაზრობასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიწყებთ უკვე შერჩევით ტესტირებას ბაზრობაზე დასაქმებული პირების.

ასევე საღამოს გაიმართება დამატებითი შეხვედრა, სადაც მივიღებთ უკვე კონკრეტულ გადაწვეტილებას იმის შესახებ, თუ რა მიდგომა იქნება ბაზრობასთან მიმართებაში და ასევე იმ რეგიონთან მიმართებაში, სადაც ეპიდსიტუაცია დღესდღეობით არის მნიშვნელოვნად საყურადღებო," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები